სიცხეში კაკლის ჩრდილქვეშ ვიდექით,
ის იცინოდა, როგორც ყმაწვილი,
ას წელს ზომავდა წუთის მანძილით
და ივარცხნიდა წვერებს თითებით.
თან აბოლებდა ჩიბუხს ხალისით,
ამბობდა _ მინდა, სიცოცხლე მინდა...
ვუსმენდი ფიქრით და, მე არ ვიცი,
შემშურდა რამე თუ შემეშინდა.
1955