Litclub.ge

ღია ილუმინატორის სამზერიდან ვხედავ...

ღია ილუმინატორის სამზერიდან ვხედავ, _

ცის იისფერ კამარაზე ვარსკვლავები სხედან,

სხედან, როგორც ბეღურები ნეკერჩხალის რტოზე,

გვიცქერიან და ფიქრობენ მანძილსა და დროზე.

შეიძლება ზოგი ჩაქრა მილიონ წლის წინათ,

მაგრამ სხივი სიშორეში ისევ ცოცხლად ბრწყინავს,

ასე უნდა იყო შენაც, _ კაცის ყოფნის ბედო, _

ერთი ღერი სხივით მაინც ჩვენ შემდეგაც ენთო.

 

1974