Litclub.ge

შენი კარების ფრთხილი ჭრიალი...

შენი კარების ფრთხილი ჭრიალი

მეცნობა, როგორც ხმა საკუთარი,

აქ დუმილის თუ სიტყვის ჭკვიანის

მეც მიპოვნია ნავსაყუდარი;

მე მძულს უდაბნო მდიდარ ბინათა,

მე მიყვარს მისვლა ადამიანთან.

 

1963