წარსული კრულვითმაგონდებოდა
და მომავალიც ვერა-რა ნუგეშს,
ვერა-რა იმედს ვერმპირდებოდა;
თავს უსარგებლოდვრაცხდი ქვეყნისთვის;
მთელს ჩემს სიცოცხლეს ვსთვლიდი არა-რად;
ფუჭადმიმაჩნდა ყოველი წამი
დადავეძებდი სიკვდილსამარად;
როცა შემიპყარ, შენ, სიყვარულო,
5და გარდაჰქმენი ჩემი არსება;
კვლავმომეც ძალა, მაცოცხლებელი,
კვლავმოანიჭე ჩემს სულსღვთაება;
კვლავდაუბრუნე გულსა იმედი,
კვლავ ბნელსსიცოცხლეს სხივი მოჰფინე
და კვლავ გამხადე კაცად, ღვთის ხატად,
კვლავ განმაახლე, კვლავ აღმადგინე!..
ასე ყვავილსა, დამზრალს გოლვისგან
კვლავ განაცოცხლებს ციური ნამი,
კვლავდაუბრუნებსთავისს შვენებას:
კვლავდაუდგებამას ტკბილი წამი!
1887 წ