Litclub.ge

ცვალებადობა მიყვარს...

ცვალებადობა მიყვარს,

გინდ ის იყოს წვალება,

ვიცი, მომავლის შუბლზე მართლაც

შვება წერია,

მაგრამ წინ წასულ წვეროსანთა

მბურღავს თვალები,

შურისძიების ცივი ზაფრით

რომ მიცქერიან.

 

1990