ო, წვიმის წვეთო, გავიგო მინდა,
რა მოგაქვს ახლა მაღალი ციდან?
_ მე ხომ მიწიდან ავედი ღმერთთან
და ახლა ისევ მიწას ვეწვევი,
რომ არა წვეთი, არამედ მერქვას _
ვარდი, მტევანი, ვაზი, ლერწები.
_ ო, წვეთო, ნეტავ ეს ჩემი სულიც,
როდესაც ჩემი ტანი მოკვდება,
შენსავით ნისლად ცაში ასული,
დაბრუნდებოდეს ყვავილ-ფოთლებად.
1993