Litclub.ge

ჰაიდარ ზენგინ-კორტანიძევ...

წარწერა წიგნზე, სტამბოლელ თანამემამულეს რომ ვაჩუქე.

 

ჰაიდარ ზენგინ-კორტანიძევ,

გნახე _ ძმური სითბო ვიგრძენ,

სიშორემ და გზათა სიგრძემ

ჩვენი სული ვერ დაბინდა;

მეგობარო, ჩემ მაგიერ

ჩემი ლექსი წაგყვეს მინდა.

 

1968