Litclub.ge

ამის დამწერი

წერწერა მეგობარ პოეტის წიგნზე



ამის დამწერი თუ მოკვდა, ცხონდეს... 
მაგრამ სიკვდილით არ დაგვიღონდეს, 
ალამაზებდეს მკვდართა ქვეყანას, 
როგორც ყაყაჩო ამშვენებს ყანას. 

ცისკენ ეჭირა მას ცალი თვალი, 
ძმებო, დავლოცოთ ცად მიმავალი! 
დე, ცალი ფეხი მიწაზე ედგას, 
ცოცხლობდეს, 
ვგრძნობდეთ მის გულის ფეთქვას! 

აქაც და იქაც, სადაც არ იყოს, 
გარიყოს ბედმა თუ არ გარიყოს, 
მოკვდე, 
სამარის ქვას დაეწეროს: 
"აღსდექ, იცოცხლე... 
ვსვამთ სადღეგრძელოს!"

წალეკოს ბედმა თუ არ წალეკოს, 
სალექსო გული ჰქონოდეს, ასლექსოს, 
სლხინო გულიც ჰქონდეს სალხინოს, '
ჯიშიან ლექსებს აპკუროს ღვინო... 

იდგეს ქვევრის წინ ის მუხლისჩოქით, 
ილოცებოდეს და სვამდეს დოქით. 

თუ ცოცხალია ამის დამწერი, 
დაიჭერს გულებს ლექსის ფაცერით, 
მისი სიმღერა იქცევა ამბად, 
მის ლამაზ სიტყვებს არ უნდა სტამბა! 

მაგრამ, ვაჰ, ერთხელ - 
თუ მოკვდა ცხონდეს, 
იმ ქვეყანაშიც არ დაგვიღონდეს, '
აქაც და იქაც ამის დამწერი 
გულებს იჭერდეს ლექსის ფაცერთი... 

მოკვდეს, სამარის ქვას დაწეროს: 
"ტკბილი სიცოცხლის ვარ სადღეგრძელო!"

 
კავთისხევი.