ერთი ქართველი ბიჭი ვარ,
გულში ხალისი მიბრუნავს,
ბიჭებო, ბანი მომეცით,
დავაგუგუნოთ მთიბლურად!
სანამ მკათათვე დადგბა,
ხედავთ, გეძახის სათიბი!
ფერი ვუცვალოთ მინდორ-ველს,
გავხადოთ მწვანე ქათიბი.
პირალესილი ცელებით
მივწვდეთ ზურმუხტის კულულებს,
დაგვათრობს თივის სურნელი,
ღიღინით ავაბულულებთ.
სანამ მკათათვე დადგება,
გაყვითლდებიან ველები,
ვთიბოთ და ვთიბოთ ბალახი,
მზეზე ვაელვოთ ცელები.
ხარის პურია ბალახი,
დაგვლოცავს, გაეხარდება,
მძიმე უღელში შემბული,
გულდაგულ გაემართება.
აბა, ბიჭებო, ვიჩქაროთ,
ცელებს ნუ იქნევთ უგულდ,
მალე მკათათვე დადგება,
ჰოპუნაც დავაგუგუნოთ!
1947 წ.