Litclub.ge

ბორიო
სად წავალ, ანდა რისთვის წავალ?!.
ყველა ხიდი თვითონვე დავწვი
და ყველა გზაზე გავახარე ძეძვი და ღვია.
ახლა ჩემს სუნთქვას ხშირი ჰქვია,
შენსას – მეჩხერი...
სად წავალ?! როგორ?! –
წინ წყალია, უკან – მეწყერი
და, რა თქმა უნდა,
წყალიც შენ ხარ,
მეწყერიც შენ ხარ!..
მე ვარ ბორიო –
ოთხკედელდაიმედმისჯილი..