მე შენთვის წერა არ მომწყინდება,
შენ ჩემი ფიქრის კითხვა და სმენა,
შენზე რომ ვფიქრობ, სული ბრწყინდბა,
იძინებს ეჭვი, იღიძებს რწმენა.
და მიკვირს -
როგორ,
როდის,
საიდან
გამაჭაბუკა შენმა ზმანებამ.
და ვიცი, გული ვეღარ აიტანს
ახალ გაზაფხულს და ამწვანებას.
აჰა, მიიღე ეს ერთი ლექსიც,
ნაფიქრი ღამით, ნაწერი დილით,
დაღლილი გულის ამონაკვნესი,
დიდი ოცნების პატარა ჩრდილი.
. . .
მაგრამ სიკვდილი სჯობს
გაზაფხულზე,
და ეს სიგიჟე მამშვიდებს ზოგჯერ,
ამ განსცდელსაც ღიმილით
ვუმზერ...
კვლავ დაღამდება და კიდევ მოგწერ.
1964 წ.