ეს მანანა რა ყოფილა,
მუდამ შრომობს,
დროს რა ჰკარგავს,
აი ახლაც, თან ღიღინებს,
თან ალისფერ დროშას ქარგავს.
მამას სთხოვა ჯიბის დანა
და ღიმილით ამას წინათ -
დროშის ტარი გამოთალა
ლამაზი და პაწაწინა.
არასოდეს არ ყოფილა
აგერ წყნარი, აგრე ჩუმი,
ვარსკვლავები ამოქარგ
ოქროსფერი აბრეშუმით.
არვის უმხელს, მხოლოდ გუშინ
ჩასჩურჩულა ყურში ბებოს:
"ამ ძვირფასი საჩუქარით
პირველ მაისს მივეგებოთ!"
1946 წ.