Litclub.ge

სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე
დამბადებულმა, თუ ლექსთა დედამ, 
ამ ქვეყანაზე გაგვაჩნია რა, 
ზოგს - 
ქონდრის ტანი გვიბოძა ბედად, 
ზოგი - 
სიმაღლით გაგვაჩინარა. 

ზოგს რა მეტყველი ჩაგვიდგა ენა, 
ზოგს დაგვიბედა უთქმელი ბაგე, 
და ვმღერით მაინც ამ მზის ქვეს ყველა 
პირველი სიტყვის ამოთქმის აქეთ... 

აგვიყოლია გზამ მარადისმა, 
სადაც წამია თვით წელიწადი, 
და ვმღერით, ვნატრობთ 
ჩვენ გულისხმა 
გაშუქდესწმინდა სიმღერის მადლით; 

რომ გვექცეს აღთქმულ ბედნიერებად 
გზა, მიმავალი სიკვდილისაკენ, 
რამდენი ვერცხლიც თმას გაერევა, 
იმდენი ოქრო დასცვივდეს ბაგეს; 

რომ შევწიროთ უკვდავ ოცნებას, 
ღიმილით გავვლოთ გზა საარაკო, 
დიადმა აწმყომ გვიკურთხოსენა 
და მომავალთან გვალაპარაკოს! 

დამბადებელმა და ლექსთა დედამ
უკვდავის სხივით ვინ გააშუქა?
სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე ბედად 
ვინ იცის, ჩვენგან რომელს აჩუქა?! 

ვინ იცის, ჩვენში რომელს უბოძა 
გულში ნათქვამი და ნავედრები? 
შევნატრით რჩეულს, 
რომლის კუბოსაც 
თავს დაადგება ნათლის სვეტები... 

მაინც არ ვცხრებით, 
და ვმღერთი ისე, 
თითქოს სიმღერა ჩვენი სისხლია, 
რადგან სიცოცხლე ამ დიად მზის ქვეშ
ჩვენ უსიმღეროდ არ შეგვიძლია! 

1940 წ. 
თვალადი.