მას შემდეგ, რაც ჩვენ დავშორდით,
წყალს მივდევ დაუდგრომელსა,
ორთაყვირები დამემსხვრა,
გულზე მდინარე მომეცა...
დროც მიდის, როგორც მდინარე...
თურმე შენ გადამივიწყე,
დაშლილა, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე.
არ ვიცი ბედი ავბედი
წამიღებს რომელ მხარესა,
მიმატივტივებს მდინრე
გულაღმა მწოლიარესა.
ტივი დაშლილა, წყალს მიაქვს
ორთაყვირების ნამტვრევი,
ვიხსენებ შენსა ღიმილსა,
ხანდახან მომენატრები...
ხანდახან.. გესმის? ხანდახან...
თურმე მეც გადაგივიწყე,
მზე ჩადის, ტივი დაშლილა,
მივცურავ ერთი ტივისხე...
1956 წ.