Litclub.ge
ჩემი გულის გამლექსავს
განა ყველა ლამაზ ქალს, -
ჩემს ქუჩაზე გამვლელსა,
არა, მხოლოდ, მხოლოდ ერთს
შევავედრებ ამ ლექსსა...
ჩემი გულის გამლექსავს,
ჩემი ლექსის სალესავს...
ნეტავ ახლა სად არის,
ან რომელსა მხარესა.
1960 წ.