Litclub.ge

ჩემი ეპიტაფია

მე ვიყავი ქვეყნად, შენ ხარ, მაგრამ აღარ იქნები. 
სცდები, საწუთროს ვინც მიიღებდ და მიენდობა, 
მეც დავყურებდი ამ წარწერბს მძიმე ფიქრებით, 
მეც გადაცვლილი წინაპრები მთხოვდნენ შენდობას. 

შევუნდე ყველას. შენც შეუნდობ თვით ბოროტ მტრებსაც, 
ვის სიცოცხლეშიც არ ჰქონია ჩვენი დანბოდა, 
ვერ გავექეც მათს სათხოვარს, მუდარას ვერსად: 
ყოველ სუფრაზე ხარბად ვსვამდი მათს შესანდობარს! 

ვინც უნდა იყო - ბედნიერი თუ შავბედითი - 
ხარ ძე კაცისა, შენც ამ ლოდქვეშ დარჩებ ობლად, 
ვინც უნდა იყო: ცოდვილ ხარ, მცირე თუ დიდი, - 
აიღე ჭიქა, წამკითხველო, მითხარ შენდობა!.. 


თვალადი.