პროზაიკოსო, რა გტანჯავს ნეტავ?
მომეცი აზრი, რომელიც გნებავს:
მე აზრებს ბოლოს წავუთლი მხოლოდ,
ფრთიან რითმებით შევამკობ ბოლოს.
შემდეგ კი გავდებ დაჭიმულ ლარზე,
მორჩილ მშვილდ-ისარს მოვდრეკავ რკალად
და ალალბედზე გავუშვებ აზრებს
და ჩვენი მტერი იგრძნობს ჩვენს ძალას.
1825