Litclub.ge
შენ და თქვენ
გულრგრილი თქვენი ალერსიანი
შენით შეცვალა მან უცაბედად,
სულამ ოცნების ფრთების შრიალი
და სიყვარულზე ფიქრი გაბედა.
ან რატომ ვდგევარ მუხმოკვეთილი,
ან სითამამე სად დაიკარგა,
მე ვეუბნები: თქვენ ხართ კეთილი,
და გულში ვამბობ: მე შენ მიყვარხარ!
1828