უცხო ქვეყანას გადავარდნილი
ვასრულებ ისევ მშობლიურ რწმუნებას,
და დატყვევებულს ჩიტს გალიაში
ვუბრუნებ ქვეყნად თავისუფლებას.
კმაყოფილი ვარ ჩემის სვე-ბედის,
რაღად ვემდურო შემდეგში ღმერთსა,
თუ შემიძლია, თავისუფლება
ვანიჭო თუნდაც ქმნილებას ერთსა?
1823