ამას წინადა ბრძენნი ეძებდნენ
ჭეშმარიტების დავიწყებულ კვალს,
დიდხანს და დიდხანს იგინი ხსნიდნენ
მოხუცებულთა უწინდელთა აზრს.
და მას ამბობდნენ: ჭეშმარიტება
შიშველი ჭაში ჩვენ გვემალება.
ბეჯითად სვამდენ რა ისინი წყალს,
ჰყვიროდნენ: აბა, აქ ვიპოვით მას.
და ვიღაცამ კაცთ კეთილმყოფელმა,
ვგონებ, რომ კიდეც ბრძენმა სილენმა,
მათ სისულელის დიდის მხილველმა,
წყლით და ყვირილით მობეზრებულმა,
ის უცილავი დაანება მათ. . .
პირველმა ღვინო ღრმად განიხილა,
და რა დასწურა სავსე ჯამი მთლად,
ჭეშმარიტება ძირში იხილა.
1816