ბავშვობაში, როცა მთვარე
მიეფარა სერებს,
როცა სახლში დედაც მყავდა
პურიც მქონდა, წყალიც,
ცივ ზამთარში გაღმა ტყიდან
ამოყმუვლდა მგელი.
ეს ხმა იყო გამყინავი,
გამთოშავი, მწველი.
დედას ვკითხე, დედამ კიდე
მიპასუხა;
-მგელი!!!
მთელ იმ ღამეს გაჰყმუოდა,
გაჰყმუოდა:
მგელი!!!
ახლა როცა ცივ ზამთარში
მენატრება დედა
ვგრძნობ, რა ტკბილად
გაჰყმუოდა,
გაჰყმუოდა-
მგელიც!
1995 წ.