შენს სიახლოვეს დაეძებდნენ ჩემი თვალები
და ცისფერ ფერში გახვეული ჩემი ოცნება,
დღე იყო ჩუმი, გადაღლილი და ნამკრთალები,
რაღაც ძვირფასის იდუმალი განმეორება.
ტალღა ყვებოდა, დუდუნებდა ზღაპარს საოცარს,
ზღვის ლურჯ ფერებში აირეკლა ჩემი ოცნება,
გიცქერდი ნაზად და უჩუმრად თავს მახსენებდა
რაღაც ძვირფასის იდუმალი განმეორება.