Litclub.ge

ოღონდ შენი არა, სხვისი...
მე სიყვარული მინდა,
ოღონდ შენი არა...სხვისი.
სითბო და ალერსი მინდა,
ოღონდ შენი არა, სხვისი.
წლები გაპარულა ჩუმად,
ოღონდ ჩვენი არა, სხვისი.
ნატვრა შემპარვია გულში,
ოღონდ შენი არა, სხვისი.
ღამეებს რომ ვათენებ თეთრად,
რატომ არა მკითხავ: რისთვის?!
ვნება მომეხვია ფიქრად
ოღონდ შენი არა, სხვისი.
ეს სხვამ შემოაღო კარი,
რატომ არა მკითხავ: რისთვის?!
დაიგვიანეო-მწარე
სხეულს აგითრთოლებს ფიქრი.
წრფელი სიყვარული მინდა
ოღონდ შენი არა, სხვისი.