Litclub.ge

* * * "მომბეზრდი, ჩემო გამოგონილო ბედნიერებავ"
მომბეზრდი, ჩემო გამოგონილო ბედნიერებავ,
ჩემი სახლის კართან ჩამუხლულო...
მომბეზრდი, ჩემო დიდო სახლო,
გამოგონილი სითბოთი სავსევ...
იმედების ფერადო ბუშტებო,
ძლივს შეკავებულებო, რომ არ გასკდეთ და არ დაიფანტოთ.
ღიმილო, სახეზე შეყინულო და თვალის გუგებზე გადაკრულო ცივი ყინულის ნატეხების დასაფარავად,
სანთლით ხელში ტაძარში შესულო ათი მცნებიდან ერთერთის დასარღვევად სალოცავად.
მუხლებზე მხოლოდ  ერტხელ წრფელად დაცემულო
გულიდან ამოსული ტკივილის ამოსათქმელად.
გთხოვ,
ნუღარ ჩაიმუხლებ ჩემი სახლის კარებთან, ის დიდია და ცივი...
ჩუმად იყავი და მაშინ დავიჯერებ, რომ ყალბი არა ხარ.
ნუ გამოსცემ ხმამაღალ ბგერებს, რომლებსაც ვერავინ გაიგებს.
ნუ იტირებ იქ, სადაც არავინ მოგწმენდს ცრემლებს
და ნუ იცინებ იქ, სადაც სიცილიც ისეთივე ყალბია, როგორც ჩემი გამოგონილი სიმყუდროვე.
მომბეზრდი, ჩემო დიდო სახლო, სავსევ უშენობით.