Litclub.ge

* * * "ეს გზა ისეთი მტკივნეულია"
ეს გზა ისეთი მტკივნეულია, რომ ვეღარ უძლებს ვენებდაბერილი ჩემი სხეული და ნელ ნელა ნაწილ ნაწილ იჭრება, იშლება, იფანტება, ჰაერში ერევა და ჰაერიც დამძიმებული ჩემი სხეულით ნელა ეშვება ძირს, მიწას ეფინება, ეხვევა და მღვრიე ნაკადულად მიედინება.
ეს გზა ისეთი მტკივნეულია, რომ სხეულს აღარ შეუძლია სულის ტარება და სულიც ქარად ქცეული ჯოჯოხეთისა და სამოთხის გზაჯვარედინზე ცრემლადქცეული ქანდაკებაა, რომელსაც შენი ძახილი თუ გააცოცხლებდა.
ჰო! ეს გზა ისეთი მტკივნეულია, რომ არ მინდა ეს ტკივილი შენამდე მოვიდეს და გული გატკინოს, ამიტომ დავრჩები მე ჯოჯოხეთისა და სამოთხის გზაჯვარედინზე ცრემლადქცეულ ქანდაკებად და აღარასოდეს მოვალ შენთან.