Litclub.ge

ჩემს თამუნიას
ხანდახან მგონია, ოცნება ლამაზი
წავიდა, გაფრინდა, გაქრა.
ხანდახან მგონია, რომ ჩემი ბავშვობა
სადღაც მთებს იქით დარჩა.
ნისლებში გაეხვია იმედის კუნძული,
ნატვრები, ქცეული ზღაპრად.
ხანდახან მგონია, რაც იყო, რაც არის
ამ ცხოვრებისთვის კმარა.
მაგრამ კარს შემოხსნის ჩემი მომავალი
და ვიწყებ ოცნებას ახალს,
და ვხედავ, ბავშვობას რომელიც მეგონა
რომ სადღაც, მთებს იქით დარჩა,
ის შენთან მოსულა და შენად ქცეულა,
იმედის კუნძული- ზღაპრად,
და აღარ მგონია რაც იყო, რაც არის
ამ ცხოვრებისთვის კმარა.
შენ მოგაქვს იმედი და სიო ახალი,
მოდიხარ -ახდენილი ნატვრა-
ჩემი ბავშვობის სევდა და ღიმილი,
სადღაც მთებს იქით რომ დარჩა.