სიმსუბუქე მოყვებოდა, მეგონა, შენს ჯვარს,
მან კი დამამძიმა და წელში მომხარა...
რატომ გინდა გამომკვებო
ცრუ დაპირებებით,
სიყალბე ხომ ისედაც შიშველია, შენი სულივით,
რომელიც სათუთი მეგონა
და შეხების მეშინოდა,
რომ არ დამემსხვრია.
გიბრუნებ შენს ჯვარს,
ჩემს მხრებს არ შეუძლია მისი ტარება,
შენ ჩემი სული დაუნანებლად
დაახურდავე, დაშალე და ისე მოისროლე,
არ დაგნანებია.
მივდივარ შენგან...
უკან მოუხედავად...
აღარ დამიძახო.