Litclub.ge

მეგობარს ...
უკუღმართ ცხოვრებისგან დაღდასმული 
და ვალდმძიმებული ბეჭები 
გაშალე, მეგობარო, გაიღიმე, 
იმედებს გაუდგი ფესვები. 
ქუჩაში ნოტიო ჰაერია, 
სულსაც შეპარვია სისველე, 
მოვდივარ...დღეები წამებია, 
რა ვქნა, რომ ვერაფრით გიშველე. 
უკუღმართ ცხოვრებისგან დაღდასმული
სული რა უღვთოდ დაღალე,
ბრაუნინგს არასდროს გაურიგდე 
ტკივილი აიღე და.... წაშალე. 
იმედებს ყავარჯნად შემოგიდგამ,
ერთად დავაბიჯოთ ცხოვრებას,
რომელმაც შენი თავი მაპოვნინა, 
და მერე... ორივე მოგვთელა. 
ქუჩაში ნოტიო ჰაერია, 
სულსაც შეპარვია სისველე, 
ცხოვრებას რა მძიმე ვალები აქვს... 
ვაი, რომ ვერაფრით გიშველე.