სადღაც ბნელი კაფის ბნელ კუთხეში ვზივარ.
მაგიდაზე სანთელი ანთია ისე ჩუმად, რომ ხმის ამოღების მეშინია, ვაი თუ ესეც ჩაქრეს
სიგარეტი საფერფლეში იფერფლება
ყავა გაბზარულ ჭიქაში ცივდება და ნელა ნელა ძირს ილექება.
ვიხსენებ.
გიხსენებ.
და ვნანობ....
სიგრეტი ტუჩს მიწვავს
ისე, როგორც შენი ტუჩი...
და არ ვნანობ.
არასოდეს მყვარებია ცივი ყავა
ახლა მიყვარს
შენს გულს მაგონებს და
ვნანობ.
ცრემლადშეკავებული ლოდინი ეხეთქება სულს...
თვალებში უაზრო სიცივე და უკვე აღარაფრის მოლოდინია.
და ვნანობ
წლებს, როდესაც ბედნიერებას ვეძებდი და ბრმა ვყოფილვარ.
დღეებს, რომლებიც მზის შუქით ყოფილა განათებული და მე ღამე მეგონ.
წუთებს, რომლებიც შენით ყოფილა სავსე და მე ცარიელი მეგონა.
რატომ მაგვიანდება ყოველთვის სადღაც
რატომ ვტოვებ ყოველთვის რაღაც ნივთს სადღაც როცა საიდანღაც ვბრუნდები,
ნივთს რომელიც ყველაზე ძალიან მიყვარს.