Litclub.ge

* * * "ტირიფის ხეებს სციოდათ"
ტირიფის ხეებს სციოდათ მაშინ
და თოვლის თეთრი ფიფქები წვიმდა,
ცა იყო თეთრი, სპეტაკი, ნაზი,
ყინულზე ეგდო შიშველი სიტყვა.
ვიდექით ორნი ხეების ჩრდილში
თავჩაღუნული და მდუმარენი,
ირგვლივ მეფობდა წარსულზე ფიქრი
და სინანული იმ განშორების.