Litclub.ge

ღამესასწაული
ბევრი არაფერი, ჩემი ცოლი, 
ნადავლით კმაყოფილი აფთარია.... 
მე ხომ ვეჭვობდი რომ შენ იცოდი, 
სარეცელს კი არა და, ამ მთვარიან 
ამ გრძელ ღამესაც ვერ გავიყოფდით. 
ცოტა მიწილადე შემიცოდე, 
რომ ვთქვა; -ღამე არის სასწაული, 
პეპლის გულისცემაც ბალახს არხევს.... 
შენ კი, ამომქოლე, არ მიტოვებ, 
ამ ბნელ სხეულიდან გადასახედს.