ეს ის სახლია,
მე და შენ რომ ვდგამდით სპექტაკლებს,
ვდგამდით ნაბიჯებს ფანჯრებისკენ
მზის ჩასასუნთქად,
ვითომ ხუმრობით
ჩვენს ხასიათს სურვილს ვმატებდით.
ჰო,ის სახლია,
ის თამაში თავისებური...
ეს ის აქტია,
ხმაურით რომ ფარდა ეშვება-
მძიმე,
ხავერდის,
მოვლებული ღამის ბახრამით,
როცა იცი რომ
ბოლო გვერდი თუ წაიშალა,
მომდევნო თავში
მონოლოგი უხმოდ დაგმარხავს.
იცი,ფაქტია,
(შენს ენაზე იქნებ-დეფაქტოც.)
შემოიპარა შემოდგომა.
დღე იბურება.
მზრუნველ ცოლივით
მტვერს ვაცილებ გულში ფიტულებს
და ღლის ოთახებს
სინამდვილე თავისებური.