Litclub.ge

ძაღლი
სოფელს დარაჯობს ძაღლი "გრანიტი",
ენით ილოკავს თათებს ქონიანს
და სახურავის ყველა კრამიტი
სახლის მშიერი ენა ჰგონია...

რა დაკვირვება სცოდნიათ ძაღლებს,
ასე მკვირცხლებს და ასე მამაცებს?!
მოვა წვიმა და გაბუტულ სახლებს,
კრამიტის ენით ალაპარაკებს...