მაგ ერთი მუჭა ხალხიდან –
გმირი და გმირი უთვლელი,
მარტო ილია რად ღირდა,
რად ღირდა დიდი რუსთველი.
დიდი ხარ, სანატრელი ხარ,
ხმალჩაუგები გმირი ხარ,
მზე ჩნდება, სადაც მღერიხარ,
ზღვა ჩნდება, სადაც ტირიხარ.
მაგრამ შენ, ჩემო იმედო,
მაინც ვერ დგახარ ამაყად, _
ტყვიისთვის რომ გაიმეტონ,
ისეთი შვილი არა გყავს.