Litclub.ge

*** "არის კაცი,არის ბედი"

არის კაცი, არის ბედი,
სიცოცხლეა და სიკვდილიც მსახვრალი... _
მე სხვა მინდა, უფრო მეტი,
სიკვდილზე და სიცოცხლეზე მაღალი.
არის მიწა და წყლის წვეთიც,
არის ნგრევა და აღდგენა ახალი... _
მე სხვა მინდა, უფრო მეტი,
სიკვდილზე და სიცოცხლეზე მაღალი.
არის კაცი, არის ბედი
ხან მზესავით, ხან უწყალოდ მსახვრალი... _
მე სხვა მინდა, უფრო მეტი,
ყველა ჯიშის სიცოცხლეზე მაღალი.