Litclub.ge
სიამაყე
დაბადებამდე რომ ვერ გხედავდი _
ამაზე მწყდება ძალიან გული...
სიკვდილის მერე რომ ვეღარ გნახავ _
ამაზე როგორ არ დამწყდეს გული!...
მე ვარ ქართველი,
შენ _ საქართველო! _
ამაზე თბილად ვერაფერს გეტყვი;
ვარ შინაარსი შენი სახელის
და სიამაყე არ მინდა მეტი!