Litclub.ge

ოღონდ შენ გამიღიმე
ოღონდ შენ გამიღიმე და,
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.
ოღონდაც ისე გამათბე,
წუთი არ მქონდეს ერთფერი,
გულს სანთელივით ავანთებ
და შენთვის დავიფერფლები.
დიდხანს გეძიე,
გიპოვე,
ჩემო ფიქრო და ოცნებავ,
ახლა ამ ლექსის სტრიქონებს
შენს სულში უნდა მოძებნა.
თურმე რა ახლოს ყოფილხარ
ჩემდა გულგასახარადა:
`ირემო, მთასა მყვირალო~,
შენთვის ჩამოველ ბარადა.
ოღონდ შენ გამიღიმე და
გამიღიმილე ცისკარი,
შენ მყავდე გულის იმედად,
შენ მყავდე დასაფიცარი.