Litclub.ge

* * * "კაბად გეცვა გაზაფხული"
კაბად გეცვა გაზაფხული, თმებში თვლემდნენ ენძელები,
მაცხუნებდნენ მზის და შენი წამწამები,
მივდიოდით მთებში გადახვეწილები,
ცამდე ასულ სიყვარულით ნაწამებნი.
გამებუტე. ვიწრო ხიდზე გავდიოდით
და ზვირთებში გადაგვაგდე მე და ჩემი ტრფიალება,
თანაც კენჭი მოგვაყოლე ათიოდე...
და წამიღო ტალღის წყალქაფიანებამ.
და მას შემდეგ ბევრი წელი გავაცილე
და ჟღურტულა გულენძელა გოგონებმა
ბევრი მტანჯეს მაქვითინეს და მაცინეს...
ეხლა ისევ მომენატრა მხოლოდ შენი მოგონება.
წავალ იქნებ ძველი ხიდი ცოცხალია,
გადავხტები რომ წამიღოს ტალღის წყალქაფიანებამ,
გადავხტები მაცხოვარი მოწყალეა,
მომაგონებს ჩემს უმანკო ტრფიალებას.