Litclub.ge
მონატრება
აღარ ვამაყობ მთებში მთებურად,
გამომასალმეს სოფელს მთებიანს,
ამაღლება დღეს დავბადებულვარ
და დაბლა დგომა დამბედებია.
მომნატრებია ქარაფთა მხარე,
კბილით მიჭირავს სული დაღლილი,
ერთხანს ჩემივე საფლავი ვთხარე
და ჩავყმუოდი ქვესკნელს ძაღლივით!