Litclub.ge

დრო მიდის...
დრო მიდის და ის მზესაც აკლდება
ადამიანთა დაცინვა ბედის,
დღეს მწუხრის ვარსკლავს შემოაკვდება,
ბოლო სიმღერა როგორაც გედი.
დრო მიდის და ის დღეების ფურცლებს
ისე ხევს, თითქოს იხდიდეს ვალებს.
ფართქალა გული მეორეს უცემს,
ჩამოიხევა რომელიც ხვალე.
და განუწყვეტლად ასე აკლდება
სიცოცხლის ხიდი დაცინვად ბედის.
დღე მწუხრის ვარსკლავს შემოაკვდება,
ბოლო სიმღერას როგორაც გედი!!!