Litclub.ge
*** "ჩამოვუარეთ ხევს"
ჩამოვუარეთ ხევს,
პეშვი ვაჩუქე წყაროს...
უკვდავებისა ხევ,
უკვდავებისა წყალო.
ჩემს სულს ალერსი სურის
და თუ წყაროს წყალს აქებ, _
დალიე ჩემი სულიც,
ოღონდ შემახე ბაგე.