ქვეყნად მოარულ ქართა, სიოთა
გავაჯიბრებდი ჩემს ფეხმარდ ჰუნეს,
თანაც ყველაფერს, რაც კი მტკიოდა,
დავუტოვებდი იმ საუკუნეს.
ეს ყოველივე უზურში მქონდა,
თუმცა ცხოვრებამ სხვა რამ ინება,
მუდმივ შეტევას გავუძელ, ჰოდა,
მეყო ძალ-ღონე და მოთმინება, _
დროზე მივიდე, თუკი მელიან,
მოძმეს ვურჩევდე ქარვისფერ მტევანს,
ეს ქვეყანა ხომ მართლა ვრცელია...
არად ვაგდებდე მანძილს-უტევანს.
ძმათა მსახურად მიმაჩნდეს თავი,
ბრძენთაგან თქმული მწამდეს იგავი.