Litclub.ge

ჯვარი
სიყვარულს რა გააცივებს,
უფრო მაღალი ვხდები.
მივდივარ, ჯვარით მაცილებ,
მოვდივარ, ჯვარით მხვდები.
კვლავ სიხარულად მანთებს,
ეგ გათენება დილის.
ჯვარი ამშვენებს ამ მთებს,
ჯვარი სწერია თბილისს!