Litclub.ge

*** "ქარი ჭადრებში მიდის ტკაცუნით
ქარი ჭადრებში მიდის ტკაცუნით,
ჭავჭავაძეთა ფუძეზე ვდგავარ,
ალაზნის პირი და სატაცური
ახდენილ სიზმარს ვინ დამიმგვანა.
ქედები ფრენით გადავიარე,
ვნახე გრემი და ვნახე ნეკრესი,
და ხეობებში, როგორც მდინარე,
დაგუბებულა ხმა ერეკლესი.