Litclub.ge

*** "ზღვა არის ჩუმი..."
ზღვა არის ჩუმი... ნუთუ ის ზღვაა,
მე რომ მიყვარდა... ნუთუ ის არის...
ცად ავარდნილი ტალღა მრისხანე
რამ გააჩუმა, რომ ვერ ვიცანი.
გემი, რომელიც არსად არ მიდის,
ჰგავს გაბრუებულს მზით და თრიაქით,
ნელა მავიწყებს ფიქრებს ამინდი,
მშვიდი და სუფთა, ვით აფთიაქი.
შიშველი ანძა, ბეტონის ზღვარი
და დამსხვრეული ნავის ფიცარი...
ზღვა არის ჩუმი... ნუთუ ის ზღვაა,
მე რომ მიყვარდა... ნუთუ ის არის...