Litclub.ge

ყანები
ყანებო, ასე რომ გამაშტერეთ
ნაჩალარებით და გვირილებით,
დასრულებული ჩემი ზაფხული,
თქვენთან დაეცა როგორც ირემი.
ჰა, სიმწიფეში დამძიმდა ყანა,
ღრუბლებში ელვა ქრის დაფეთებით,
დაღლილ ყანების შრიალში ახლა
წეროს ჩრდილივით დავეხეტები.