Litclub.ge

*** "ვერ გამიგია რა მემართება"
ვერ გამიგია, რა მემართება,
რა მაკლდება და რა მემატება,
ეს თებერვალი რას მემართლება,
ანდა ეს მარტი რას მემარტება,
რას ნიშნავს ჩემი გაბელატება,
რას ნიშნავს შენი გაბელადება, –
რა უცნაური ასაკებია,
რომელი რომლის ასაკეპია,
ტაძარი ვისი ასაგებია,
ქალაქი ვისი ასაღებია? –
ისე ვკითხულობ, თითქოს ამქვეყნად
სხვა ყველაფერი გასაგებია.