Litclub.ge

ალერსი
როგორ მინდა, მინდა, მი...
ბაგე მარწყვი, მარწყვი, მა...
გაგონება შენი ხმის,
შენი ნაღვლიანი ხმა.
ისევ ძველი, ძველი, ძვე...
ისევ თბილი, თბილი, თბი...
მკრთალი ოქტომბერის თვე,
და სიმღერა, შენ რომ თქვი.
ისევ ზევით, ზევით, ზე...
ისევ დიდი, დიდი, დი...
ლურჯი, ლურჯი, ლურჯი მზე,
მკერდიდან რომ სისხლი დის...
მაგრამ თინა, თინა, თინ...
შენ მშორდები... თანდათან...
ჩემზე უკეთ აბა ვინ,
ვინ უმღერებს დაღლილ ტანს.
თუმცა კმარა, კმარა, კმა...
მე კვლავ მინდა, მინდა, მი...
გავიგონო შენი ხმა
და ტკივილი შენი ხმის...