Litclub.ge

ბავშვი გადამირჩინე
ბედისწერავ, მოწყვლადი რაიც მივის, მოწყალი,
ოღონდ ბავშვს ნუ მომიკლავ, ჩემში როა ცოცხალი.
ის გული და სულია ჩემი გულის და სულის,
ჩემი ცნობისწადილის საწყისი და სასრული.
ცივ უარით მთხოვნელი გავისტუმრე მე ბევრი,
ჩემში მხოლოდ ბავშვია ცოდვის მიმტევებელი.
არა ერთმა და ორმა მეგობარმა მიკვანტა,
მამცნო ბევრის ღალატი ჩიტმა ოქროსნისკარტამ.
მე თქვენ რას დაგიჯერებთ მაგ ტყუილს და ყბედობას?!
მხოლოდ ბავშვი გიჯერებთ, მხოლოდ იგი გენდობათ.
ყოფნა სურდა სულ თქვენთან, მტრებზე უარესებთან,
წარწერიან თქვენ წიგნებს იგი უალერსებდა.
მე ხელახლა შეხვედრას თქვენთან რა მომასურვებს?!
მხოლოდ ბავშვი მოგელით სამუდამოდ წასულებს.
მე ჩიტების გალობა ტყეში ვერ შემიტყუებს,
იგი შედის, ის უსმენს მოჭიკჭიკე ჩიტუნებს.
მე დრო სად მაქვს ცხოვრების სპექტაკლების საცქერად?!
წარმოდგენებს არ აცდენს ბიჭი თვალებსაცერა.
მე, ძილი რო ძილია, ისიც კი მეზარება,
ის იძინებს, ის ხედავს ულამაზეს ზმანებას.
ყველა ადამიანში ბავშვი არი, რაც არი,
მარადიულ სიმღერად, ლექსად დასატაცარი.
ბედისწერავ, თუ მართლა ქველი ხარ და მოწყალე,
ბავშვი გადამირჩინე, ჩემში როა ცოცხალი!