Litclub.ge
რა მოკლავს
ამ სიმაღლეზე ვინ ასწევდა მოკვეთილ მარჯვენს,
თუ არა ერი გონიერი, გულადი, გამრჯე.
იმ ერს რა მოკლავს, ფიქრო ჩემო, იმ ერს რა მოკლავს,
ცამდე მანძილი სვეტიცხოვლით ვინც დაამოკლა?